სფფ-სა და უეფას შორის ევროპის ლიგის ფინალის სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით გაიმართა კომუნიკაცია, რომელიც თითქმის ერთი საათი გაგრძელდა.
უეფას გადაწყვეტილებით სფფ-მ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს უნდა მიწეროს წერილი, სადაც განმარტებული იქნება ბილეთების გაყიდვის სტრატეგია. სფფ-მ და Biletebi.ge-მ ერთობლივად უნდა იმუშავონ და უეფას უნდა წარუდგინონ გეგმა.
სტრატეგიის წარდგენის შემდეგ უეფა მიიღებს გადაწყვეტილებას, როდიდან და როგორი ფორმით გაიყიდება ბილეთები.
ერთი ვარიანტის მიხედვით ქართული კვოტა გაიყიდოს საქართველოში, ხოლო ბილეთებით დაინტერესებულ უცხოელებს უეფა დაეხმარება. ქართველ გულშემატკივრებზე 24 ათასი ბილეთი გაიყიდება.
რაც შეეხება Biletebi.ge-ის, აღნიშნული კომპანიის მიმართ უეფას კვლავ აქვს შეკითხვები და ელოდება კითხვებზე განმარტებას.
ზემოთთქმული სტრატეგია სფფ-მ უეფას ხვალ დილით თბილისის დროით 12:00 საათზე უნდა წარუდგინოს (ევროპული დროით 10:00 საათზე).