სანდრო კობახიძე მომავალ სეზონს უკრაინის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ ლუცკის “ვოლინში” დაიწყებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი fcdnipro.com-ი იუწყება.
კობახიძეს კონტრაქტი “დნიპროსთან” აკავშირებს და “ვოლინში” იჯარით თამაშობდა. მას ლუცკელებთან განათხოვრების ვადა სეზონის დასრულების შემდეგ ამოეწურა და დნეპროპეტროვსკში დაბრუნება სურდა, მაგრამ უეფას ევროპა ლიგის ფინალისთის თავკაცმა მირონ მარკევიჩმა სხვაგვარად გადაწყვიტა. შედეგად, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი “ვოლინში” 2015 წლის ბოლომდე დარჩება.
გასულ სეზონში მან “ვოლინში” 23 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.