კალათბურთი

19:22 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ელისი “დალასს” დატოვებს

“დალას მავერიკსის” 29 წლის გამთამაშებელმა მონტა ელისმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN ავრცელებს. წყაროს ცნობით, კლუბმა გამთამაშებელს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რისი საფასურიც 8.7 მილიონი ამერიკული დოლარი იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ელისს სხვა გეგმები აქვს.

განვლილი სეზონის რეგულარულში ელისი საშუალოდ ერთ მატჩში 18.9 ქულას აგროვებდა, ხოლო პლეი ოფში – 26 ქულას.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის გამთამაშებლის დამატება “მაიამის” და “ინდიანას” სურთ.

0.112832