ჩოგბურთი

18:29 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი უიმბლდონს გამოეთიშა

აშშ-ს სახელით მოასპარეზე ანა ტატიშვილი უიმბლდონის ტურნირის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩინელ დუან ინინისთან 2:6, 4:6 დამარცხდა.

შეხვედრა საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. ანამ მხოლოდ ერთი ბრეიკი შეასრულა, ხოლო თავად ტატიშვილმა 4-ჯერ დაკარგა ჩაწოდება.

შეგახსენებთ, რომ ტატიშვილმა უიმბლდონის ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალექსა გლატჩი 6:4, 6:4 დაამარცხა, ხოლო მეორე ეტაპზე - იაპონელი ნაო ჰიბინო 6:3, 6:3.

0.1213