ფეხბურთი

16:24 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალავერდაშვილი “ზავიშაში” დარჩა

გიორგი ალავერდაშვილი პოლონეთის საფეხბურთო კლუბ ბიდგოშის “ზავიშაში” დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ “ზავიშა” განვლილ სეზონში ექსტრაკლასადან პირველ ლიგაში დაქვეითდა, ქართველ თავდამსხმელს კლუბი არ შეუცვლია. ის ბიდგოშურ კლუბში ზამთარში გადავიდა და წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

ინტერნეტპორტალ bydgoszcz.sport.pl-ის ინფორმაციით, “ზავიშამ” ვარჯიში განაახლა და სხვა მოთამაშეებთან ერთად, მარიუშ რუმაკის განკარგულებაში ალავერდაშვილიც იყო.

გასული სეზონი 27 წლის ალავერდაშვილმა 4 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.133879