ფეხბურთი

15:22 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “მერანი” უკრაინელს დააკვირდება

როგორც playersagency.wordpress.com იუწყება, დონეცკის “მეტალურგის” საკუთრებაში მყოფ ნიკიტა პოლულიახს მარტვილის “მერანი” დააკვირდება.

როგორც “მსოფლიო სპორტისთვის” გახდა ცნობილი, შემტევმა პირველი ვარჯიში “მერანის” შემადგენლობაში უკვე ჩაატარა.

22 წლის შემტევს უკრაინის 16, 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ნიკიტა თამაშობდა დნიპროს 17-წლამდელთა გუნდში, შემდეგ დონეცკის “მეტალურგის” ფეხბურთელი გახდა. ბოლოს განათხოვრების წესით ალჩევსკის “სტალისთვის” ითამაშა.

0.119572