ფეხბურთი

15:03 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

შეყილაძე “ლატინაში” დაბრუნდა

იტალიის ლეგა პროში (მესამე ლიგა) მოასპარეზე “სუდტიროლში” გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ, თავდამსხმელი ირაკლი შეყილაძე “ლატინაში” დაბრუნდა, რომელიც ამავე ლიგაში გამოდის.

22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა “სუდტიროლში” 11 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. მან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა.

შეყილაძე “ლატინაში” ზამთარში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე გააფორმა. თავის მხრივ, “ლატინამ” ის “სუდტიროლში” იჯარით გაუშვა.

ინტერნეტპორტალ tuttomercatoweb.com-ის ინფორმაციით, შეყილაძეს კვლავ ლეგა პროს კლუბში გაანათხოვრებენ.

0.118235