თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ბათუმის “დინამომ” მეორე ამხანაგური მატჩი რუმინეთის ლიგა 1-ის “იასისთან” ჩაატარა და 2:2 დაასრულა.
განვლილი მატჩში ანგარიში რუმინელთაგან ვივიეროსმა გახსნა, რასაც გოლუბოვიჩმა მეორე გოლი მიაყოლა. 63-ე წუთზე, ვალერიან თევდორაძემ ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა, ხოლო დიმიტრი ტატანაშვილმა მე-80 წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
განვლილი მატჩი გუნდებმა შემდეგი შემადგენლობებით ჩაატარეს:
“დინამო”: მამინაშვილი (ალავიძე, 46), ტეტუნაშვილი (კვანტალიანი, 80), გოგიტიძე, მახარაძე, სუხიაშვილი, შონია, ფონიავა, ჩირიკაშვილი (თევდორაძე, 46), ტატანაშვილი, გაბედავა, ბერიაშვილი.
"იაში": გრაჰოვაცი, ვოიკუ (65. ტაკაცი), ციუკა, მიხალაჩე, ტიგანაშუ (70. ჩელარუ), მიტიჩი (80. მოისი), ვივიეროსი (46. ბოსოი), ენესკუ (46. გოგე), გეორგე (46. კრეტუ), გრიგორიე (46. ბადიჩი), გოლუბოვიჩი (70. ბოიცუკი).
შეკრებაზე ბათუმელებმა პირველი სპარინგი სომხეთის “ულისთან” ჩაატარეს და 5:4 დაამარცხეს.