ფეხბურთი

12:23 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ადრიანომ "მილანს" "ალ აჰლი" არჩია

დონეცკის "შახტარისა" და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ლუის ადრიანო კარიერას არაბეთის გაერთიანებული საამიროების საფეხბურთო კლუბ "ალ აჰლიში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას აზიური გუნდი უკვე ადასტურებს. მათი თქმით, ისინი უკრაინულ გუნდს ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე შეუთანხმდნენ და ბრაზილიელი უახლოეს ხანებში ოფიციალურ კონტრაქტს გააფორმებს.

28 წლის ლუის ადრიანოს მიმართ ინტერესს ევროპული გუნდები, მათ შორის "მილანი" და "რომაც" იჩენდნენ, თუმცა როგორც ჩანს, ლუის ადრიანო და "შახტარი" აზიურმა შეთავაზებამ უფრო დააინტერესა.

ლუის ადრიანო დონეცკურ გუნდში 2008 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. გასულ სეზონში ადრიანომ ჩემპიონთა ლიგის 7 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

0.861217