ფეხბურთი

11:05 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩილე კოპა ამერიკის ნახევარფინალშია

კოპა ამერიკის პირველი ნახევრფინალისტი ცნობილია. სამპაოლის ჩილემ 1:0 დაამარცხა ურუგვაი. საწყის წუთებში ჩილეს ნაკრების ფეხბურთელები აქტიურობდნენ. რამდენიმესვლიანი კომბინაციის შემდეგ არანგუისმა დაარტყა მუსლერას კარისკენ, თუმცა მეკარემ მოახერხა ბურთის დაჭერა.

შემდეგ ვალდივიამ იაქტიურა. მის პასს სანჩესის თავური მოჰყვა, თუმცა “არსენალის” მოთამაშეს სიზუსტე დააკლდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დარტყმის კუთხე საკმაოდ მახვილი იყო.

პირველი ტაიმის დასრულებამდე ვიდალმა შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა, მუსლერამ კი ბურთი მუშტებით მოიგერია.

პირველი ტაიმი ჩილელთა სრული უპირატესობით წარიმართა, მეორე ნახევარშიც ანალოგიურად განვითარდა მოვლენები. სამპაოლის გუნდის უპირატესობა კავანის გაძევებამ კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა და მუსლერას კარში ლოგიკური გოლი გავიდა.

საჯარიმოდან გადავარდნილი ბურთის შემდეგ თანაგუნდელმა ისლას დაუგორა, რომელმაც მაკრისაგან მარცხენა კუთხეში გაიტანა.

გოლის შემდეგ მსაჯმა კიდევ ერთი ურუგვაელი, ფუსილეც გააძევა. ამ ფაქტორმა კიდევ უფრო არარეალური გახადა ანგარიშის გათანაბრება და ჩილემ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

დარჩენილი სამი მეოთხედფინალური შეხვედრა 26, 27 და 28 ივნისს გაიმართება. ჩილეს ეროვნული ნაკრები ნახევარფინალში ბოლივიასა და პერუს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ჩილე – ურუგვაი 1:0 (0:0)

სანტიაგო, “ესტადიო ნასიონალ ხულიო მარტინეს პრადანოსი”.

ჩილე: ბრავო, ჯარა, მენა, ვალდივია (პიზარო 85), ვიდალი, ისლა, დიაზი (ფერნანდესი 71), მედელი, არანგუისი, სანჩესი, ვარგასი (პინილია 71)

მთავარი მწვრთნელი: სამპაოლი

ურუგვაი: მუსლერა, ფუსილე, პერეირა, გოდინი, ხიმენესი, როდრიგესი, გონსალესი, არევალო, სანჩესი (ჯონათან როდრიგესი 85), კავანი, როლანი (ერნანდესი 58)

მთავარი მწვრთნელი: ტაბარესი

გოლი: 1:0 ისლა (81)

მთავარი მსაჯი: სანდრო რიკი (ბრაზილია)

გაფრთხილება: ვალდივია (18), კავანი (29), ფუსილე (40), ისლა (43), კავანი (63), პერეირა (67), პინილია (84),ფუსილე (88)

გაძევება: კავანი (63), ფუსილე (88)

https://www.youtube.com/watch?v=_uBrRZIEmXI

0.116192