ჩოგბურთი

23:32 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას მეტოქემ თამაში ვერ დაასრულა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ შვეიცარიულ ლენცერჰეიდეში დაწყებული 25-ათასიანი ტურნირის პირველი წრე იოლად დასძლია.

მე-4 ნომრად განთესილი შაფათავა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ შტეფანი ვორიჰს 6:4, 2:0 უგებდა, როდესაც გერმანელმა მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მერვედფინალში სოფო ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ ამრა სადიკოვიჩს (შვეიცარია) გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში პირველი რეიტინგის მქონე შაფათავა და ბელარუსი ლიძია მაროზავა ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებნენ და ამერიკელ დებს – ჩალენა და ჩიარა შოლებს აჯობეს – 4:6, 6:4, 10:4.

0.115668