როგორც გაზეთი “ჰო და არა” იუწყება ლანჩხუთის “გურიას” მთავარი მწვრთნელი კახი გოგიჩაიშვილი გახდება. გასული სეზონი აღნიშნულ პოზიციაზე გიგლა იმნაძემ დაასრულა.
გასული სეზონში კახი გოგიჩაიშვილმა “დინამო თბილისის” მთავარ მწვრთნელად იმუშავა, ჩემპიონატის მიწურულს კი ლანჩხუთის “გურიასთან” სტუმრად ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
თუ ზემოთ თქმულ წყაროს დავუჯერებთ, კახა ნაცნობ გარემოში ბრუნდება. 46 წლის სპეციალისტი ფეხბურთელობისას 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში ლანჩხუთის “გურიაში” თამაშობდა.