ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის კვალიფიკაციაში მე-2 მატჩიც იოლად მოიგო და ძირითად ბადემდე ერთადერთი გამარჯვება აშორებს.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა საწყის მატჩში რუმინეკლ ვიკტორ ჰანესკუს 6:4, 6:2 სძლია, დღეს კი, 26-ე ნომრად განთესილ უზბეკ ფარუხ დუსტოვსაც მხოლოდ 6 გეიმი დაუთმო – 6:3, 6:3.
ნიკოლოზმა 16 სარეიტინგო ქულა მიიღო, გადამწყვეტი შეხვედრა კი უნგრელ მარტინ ფუჩოვიჩთან ელის, რომელმაც ბრიტანელ ბენჯამი მიტჩელს 6:3, 3:6, 6:2 სძლია.
ცნობისთვის, უნგრელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 165-ე ადგილზეა, ხოლო ბასილაშვილი მსოფლიოს 153-ე ჩოგანია. თუკი ქართველი ფუჩოვიჩსაც აჯობებს, 25 სარეიტინგო ქულას შეიმატებს.