სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:06 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დროგბა: "ფულისთვის თამაში არ მინდა"

ვეტერამა კოტ დივუარელმა თავდამსხმელმა დიდე დროგბამ მარსელის "ოლიმპიკში" დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ 37 წლის ფეხბურთელმა ტელეკომპანია RTI-სთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მან "მარსელში" მომავლის პროექტი ვერ დაინახა და მხოლოდ ფულის გამო თამაში არ სურს.

"მთავარი ფული არაა. მე მომწონს სამომავლო პროექტებიც, რაც "მარსელს" არ აქვს. მათ წამყვანი ფებხურთელები გაყიდეს. საუბარი პიერ-ანდრე ჟინიაკზე და ანდრე აიუზე მაქვს და მათ ნაცვლად არავინ უყიდიათ. "მარსელში" არ მინდა მხოლოდ სათამაშოდ გადავიდე, ტიტულების მოგებაც მსურს. მათ ჩემი ყიდვა მხოლოდ უფრო მეტი აბონიმენტების გასაყიდად უნდოდათ", - განაცხადა დროგბამ.

დიდიე დროგბა ფრანგული გუნდის შემადგენლობაში 2003-2004 წლების სეზონში თამაშობდა საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 35 მატჩში 19 გოლიც გაიტანა. გასული სეზონის დასრულების შემდგომ კი მან ლონდონის "ჩელსი" დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114543