აშშ-ს სახელით მოასპარეზე ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა უიმბლდონის ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დასძლია და ძირითად ბადეში გასასვლელად ერთი შეხვედრის მოგება სჭირდება.
ტატიშვილმა კვალიფიკაციის მეორე წრეში იაპონელი ნაო ჰიბინო 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრამ საათსა და 6 წუთს გასტანა. იქამდე, პირველ წრეში, ანამ ამერიკელ ალექსა გლატჩს ორ სეტში 6:4, 6:4 მოუგო.
კვალიფიკაციის მესამე წრეში ანას მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 117-ე ნომერი ჩინელი დუან ინინი იქნება. შეხვედრის გამართვა 26 ივნისსაა დაგეგმილი.