ჭადრაკი

16:12 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

იანგს ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს

ცნობილი კუბელი მოჭადრაკის კაპაბლანკას საჭადრაკო მემორიალი, რომელსაც ქალაქი ჰავანა (კუბა) მასპინძლობს, დასასრულს მიუახლოვდა. ასპარეზობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე შესანიშნავად მოთამაშე ჩინელ ჰოუ იანგს 6 ქულა აქვს და მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ ანდრეიკინსა და ელიანოვს ჭადრაკისათვის საკმაოდ დიდი სხვაობით 1.5 ქულით უსწრებს. აღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ადგილის მოსაპოვებლად იანგს დარჩენილ ორ შეხვედრაში ნახევარი ქულის მოპოვებაც ჰყოფნის.

მერვე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) - პაველ ელიანოვი (უკრაინა) 0.5-0.5

ჰოუ იანგი (ჩინეთი) - ლენიერ დომინგესი პერესი (კუბა) 1-0

იან ნეპომნიაში (რუსეთი ) - ლაზაროს ბრუგოსი (კუბა) 1-0

სატურნირო მდგომარეობა 8 ტურის შემდეგ

1.იანგი - 6 ქულა

2-3. ანდრეიკინი, ელიანოვი - 4.5-4.5

4-6. დომინგესი, ბრუგოსი, ნეპომნიაში - 3-3

ბოლოსწინა მეცხრე ტურის შეხვედრათა განრიგი

ბრუგოსი - იანგი

დომინგესი - ელიანოვი

ნეპომნიაში - ანდრეიკინი

0.116804