საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გორის "დილა" განაგრძობს მზადებას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ, სადაც ბელგრადის "პარტიზანს" დაუპირისპირდება.
"დილას" ვებგვერდის ინფორმაციით, შიდაქართლელები დღეს, 17:30 საათზე, "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩს სომხურ "შირაქთან" გამართავენ, რითაც ქართულ შეკრებას დაასრულებენ.
რამდენიმე დღეში კი უჩა სოსიაშვილის გუნდი თურქეთში, კერძოდ, ანტალიაში გაემგზვრება და მოსამზადებელ ეტაპს იქ გააგრძელებს. "დილა" თურქულ შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მეტოქეთა ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია.