ჩოგბურთი

13:45 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძის მარცხი პირველ წრეში

შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში ეკატერინე გორგოძე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – შვედ იულია როსენკვისტს გაეჯიბრა და 4:6, 7:6 (7:3), 1:6 დამარცხდა.

ჯერაც ჩასატარებელი აქვს საწყისი შეხვედრა ჯერაც ჩასატარებელი აქვს სოფო ქვაცაბაიას. ის მე-8 ნომრად განთესილ გერმანელ ნინა ზანდერს ეთამაშება.

წყვილებში გორგოძეს და შვედ კორნელა ლისტერს პირველი განთესვა გააჩნიათ და ასევე შვედებს – ეკსა და როსენკვისტს გაეჯიბრებიან, ხოლო ქვაცაბაია და ბერძენი ვეტერანი ელენი დანილიდუ შვედი ნიუკის და დანიელი სვარეს პირისპირ დადგებიან.

0.112795