რუსეთის დედაქალაქში სტარტი აიღო გამოჩენილი საჭადრაკო მოღვაწის ვლადიმირ დვორკოვიჩის მეათე საიუბილეო თასის გათამაშებამ იუნიორთა შორის.
ასპარეზობაზე 8 გუნდი მონაწილეობს: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ლატვია, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და დვორკოვიჩის კლუბი.თითოეული გუნდის შემადგენლობაში 3 ჭაბუკი და 1 გოგონაა.
შეჯიბრი წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართება და I ტური თბილისის დროით 23 ივნისის 15:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ღირსებას ტურნირზე დაიცავენ: გიორგი სიბაშვილი, ნოე თუთისანი, ნიკა ღვამბერია და ნინო ხომერიკი; გუნდის კაპიტანი საერთაშორისო ოსტატი აკაკი იაშვილი.
პირველ ტურში ჩვენი წარგზავნილები ინდოელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.
gcf.org.ge