ფეხბურთი

13:01 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ბერტოლაჩი სრულად გამოისყიდა, ნაინგოლანი - თითქმის

იტალიური "ჯენოას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ანდრეა ბერტოლაჩი ახალი სეზონიდან "რომას" შემადგენლობაში ითამაშებს. 24 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ "ჯალოროსიმ" 8.5 მილიონი ევრო გაიღო.

"საფეხბურთო კლუბმა "რომამ" ანდრეა ბერტოლაჩი "ჯენოადან" 8.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა", - წერს რომაული გუნდის საიტი.

ბერტოლაჩი "რომას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, თუმცა სხვადასხვა დროს იჯარის წესით "ლეჩესა" და "ჯენოაში" თამაშობდა. ახლა კი იგი რუდი გარსიას გუნდის სრულუფლებიანი წევრია. გასულ სეზონში ბერტოლაჩიმ სერია A-ს 34 მატჩში 6 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში კი მას 3 შეხვედრა აქვს გამართული.

მის გარდა, "რომა" ახლოსაა "კალიარის" ბელგიელი ნახევარმცველის რაჯა ნაინგოლანის გაფორმებასთან, რომელიც აქამდე "ჯალოროსიში" იჯარით ირჯებოდა. ბოლო ხანებში მის სახელს "იუვენტუსს" უკავშირებდნენ, თუმცა ნაინგოლანმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ მომავალ სეზონში "რომასთან" ერთად ტიტულის მოგებას აპირებს.

"რომა", იმედია მომავალი სეზონი წინაზე უკეთესი იქნება და თასსაც მოვიგებთ. მადლობა ყველას", - დაწერა ნაინგოლანმა.

ბელგიელი ფეხბურთელი "რომას" გულშემატკივართა გამოკითხვით 2014-2015 წლების გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სწორედ ამ აღიარებას უპასუხა ტვიტრეზე ასეთნაირად ნაინგოლანმა. გასულ სეზონში მან სერია A-ში 35 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

0.138596