ფეხბურთი

12:46 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირლომ ამერიკა გადაწყვიტა

ანდრეა პირლო იტალიას ემშვიდობება. ავტორიტეტული გამოცემა "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და უახლოეს დღეებში იგი ამერიკული "ნიუ-იორკ სიტის" წევრი გახდება. ვეტერანი ნახევარმცველი სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო მისი დებიუტი ახალი გუნდის მაისურით, 12 ივლისს, "ტორონტოს" წინააღმდეგ მატჩისას იგეგმება, რომლის ღირსებასაც მისი ყოფილი თანაგუნდელი სებასტიან ჯოვინკო იცავს.

ანდრეა პირლო "იუვენტუსს" 4 წლის წინ შეუერთდა და მას შემდგომ ოთხჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ორჯერ სუპერთასი, ხოლო ერთხელ იტალიის თასი. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

0.137304