კალათბურთი

12:00 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონდო შესაძლოა “საკრამენტოში” გადავიდეს

29 წლის ამერიკელმა გამთამაშებელმა რაჟან რონდომ კარიერა შესაძლოა “საკრამენტო კინგზში” განაგრძოს, აღნიშნულ ინფორმაციას RealGm ავრცელებს.

რაჟან რონდო “დალასთან” ერთად წარუმატებელი სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. წყაროს ცნობით, გამთამაშებელმა “საკრამენტოსთან” შესაძლოა 1-წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.

რონდომ განვლილი სეზონის მეორე ნახევარი “დალას მავერიკსში” გაატარა, სადაც ის გუნდს საშუალოდ ერთ მატჩში 9.3 ქულას, 6.5 პასს და 4.5 მოხსნას სძენდა.

0.129911