ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელი ხავიერ სავიოლა სახლში ბრუნდება. 33 წლის ფორვარდი მშობლიურ კლუბ "რივერ პლეტიში" 14 წლის შემდგომ ისევ ითამაშებს. ამის შესახებ გავრცელებულ ცნობას არც თავად ფეხბურთელი უარყოფს.
"მხოლოდ კონტრაქტი უნდა გავაფორმო, დანარჩენი ყველაფერი მზადაა, რომ უკან დავბრუნდე", - ამბობს სავიოლა.
ხავიერ სავიოლამ საფეხბურთო კარიერა სწორედ "რივერ პლეიტში" დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 1998-2001 წლებში თამაშობდა. მაშინ სავიოლაზე დიდ იმედს ამყარებდნენ, თუმცა გაცემული ავანსები მან ბოლომდე ვერ გაამართლა. გასული სეზონი კი იტალიურ "ვერონაში" გაატარა, რომლის რიგებშიც თავი ერთადერთხელ გამოიჩინა.