ფეხბურთი

11:04 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" პერეირაც გაიფორმა

ტურინის "იუვენტუსმა" "უდინეზედან" 24 წლის ნახევარმცველი რობერტო პერერია ოფიციალურად გაიფორმა. ამის შესახებ "ბებერი ქალბატონის" ვებგვერდი იუწყება. პერეირა ტურინულ გრანდში 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება. არგენტინელმა ფეხბურთელმა გასული სეზონიც "იუვეში" გაატარა, თუმცა საიჯარო ხელშეკრულებით, ახალი სეზონიდან კი იგი გუნდის სრულფასოვანი წვერი იქნება. "ბიანკონერის" ხელმძღვანელებმა უდინურ კლუბს 14 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.

"იუვენტუსი" აცხადებს, რომ "უდინეზედან" სრულად გამოისყიდა რობერტო პერეირას სატრანსფერო უფლებები 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს", - წერს "იუვენტუსი".

რობერტო პერეირამ გასულ სეზონში "იუვენტუსის" მაისურით ჯამში ყველა ტურნირზე 52 შეხვედრაში ითამაშა და 6 გოლი გაიტანა.

0.114466