კალათბურთი

1:44 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ატამანმა სია ჩამოწერა

თურქეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერგინ ატამანმა იმ 20 მოთამაშის ვინაობა გაახმაურა, რომლებიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის დაიწყებენ მზადებას.

წინასწარ განაცხადში მოხვდა სტამბულის “ფენერბაჰჩეს” ამერიკელი მცველი ბობი დიქსონი. გუნდშია ახლახანს “მილუოკიდან” “დეტროიტში” გადასული ერსან ილიასოვაც, აი, “ოკლაჰომა სიტის” ტრავმირებული ცენტრი ენეს კანტერი კი ნაკრებს მიღმა დარჩა.

შეგახსენებთ, რომ თურქი კალათბურთელები ევრობასკეტ-2015-ზე B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მასპინძელი გერმანიის გარდა, ესპანეთს, სერბეთს, იტალიას და ისლანდიას ეთამაშებიან.

თურქეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

ბირკან ბატუკი, ჩედი ოსმანი, დოგუს ბალბაი, ფურკან კორკმაზი, ემირკან კოსუტი (ყველა – “ანადოლუ ეფესი”), ჩან მაქსიმ მუტაფი (“ბანვითი”), ჰუსეინ გიოკსენინ კოკსალი (“დარუშაფაკა”), კარტალ ოზმიზრაკი (“ესკიშეჰირი”), ოგუზ სავაში, სემიჰ ერდენი, მელიჰ მაჰმუტოღლუ, კენან სიპაჰი (ყველა – “ფენერბაჰჩე”), სინან გიულერი (“გალათასარაი”), ბარის ჰერსეკი, რობერტ ლი დიქსონი, აკიფ ეგემენ გიუვენი (ყველა – “პინარ ქარშიაქა”), სამეტ გეიკი (“თოფაში”), ერსან ილიასოვა (“დეტროიტი”, NBA), ომერ აშიკი (“ნიუ ორლეანი”, NBA), ფურკან ალდემირი (“ფილადელფია”, NBA).

0.118084