თელავში მიმდინარე მორიგი 10-ათასიანი ტურნირი კვლავაც ქართველი ჩოგბურთელების სიმრავლით გამოირჩეოდა, თუმცა, მათ თამაშს წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
კვალიფიკაციაში ბრძოლას თინათინ ყავლაშვილი, ლიზი მორგოშია, ლანა კენჭიაშვილი, ანა ქადაგიძე და ანა შანიძე გამოეთიშნენ, ძირითადი ბადის საწყის რაუნდში კი თამარ კუტუბიძე, თამარ ჭალაგანიძე, თამარ სუმბაძე და ანა ახალკაცი დამარცხდნენ.
ერთადერთი, ვინც გამარჯვება მოიპოვა, მარიამ ბოლქვაძეა. პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – რუსი პოლინა ნოვიკოვა 6:4, 6:2 დაამარცხა.
მერვედფინალში ბოლქვაძე ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ უკრაინელ ოქსანა ლიუბცოვას ეთამაშება, რომელმაც კუტუბიძეს 6:0, 6:3 სძლია.
წყვილთა ტურნირში თამაში დაასრულეს ჭალაგანიძემ, ყავლაშვილმა, შანიძემ, სუმბაძემ და კენჭიაშვილმა. ახალკაცმა და კუტუბიძემ მოლდოველ ტიშჩენკოს და რუს ვაინბერგს 1:6, 6:3, 10:4 მოუგეს და მეოთხედფინალში რუს ალეშჩევას და უკრაინელ ზავატსკას გაეჯიბრებიან.