პირველი ევროპული თამაშების მე-11 საშეჯიბრო დღე ქართული დელეგაციისთვის ბარაქიანი ნამდვილად არ ყოფილა: მხოლოდ ორმა სპორტსმენმა იასპარეზა და მედლებისთვის ბრძოლას ორივე გამოეთიშა.
დილას მოცურავე აკაკი ვაშაკიძემ ბატერფლაის სტილით 50 მეტრიანი დისტანცია 25,45 წამში დაფარა, რაც საკვალიფიკაციო ეტაპის 37-ე შედეგი გამოდგა და შესაბამისად, აკაკიც ნახევარფინალში ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ “ბაქო 2015”-ზე მოცურავეთა შეჯიბრება ახალგაზრდულია და მასში 18-წლამდე ასაკის სპორტსმენები მონაწილეობენ.
საღამოსკენ 69 კილოგრამ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში მოკრივე გელა აბაშიძე უკრაინელ იაროსლავ სამოფალოვს ყოჩაღად დაუდგა, თუმცა, საბოლოოდ, რაუნდების მიხედვით 1:2 წააგო. ამგვარად, ქართულ დელეგაციას კრივის ტურნირში წარმომადგენელი აღარ დარჩა.
მედლების საერთო ჩათვლა
- რუსეთი – 47 ოქრო, 25 ვერცხლი, 22 ბრინჯაო – 94 მედალი
- აზერბაიჯანი - 14, 11, 14 - 39
- გერმანია - 12, 10, 12 – 34
- დიდი ბრიტანეთი - 11, 3, 8 - 22
- ბელარუსი - 10, 9, 22 - 41
- სერბეთი - 8, 4, 1 - 13
- უნგრეთი - 8, 2, 5 - 15
- ესპანეთი - 7, 8, 8 - 23
- შვეიცარია - 7, 4, 2 - 13
- უკრაინა - 6, 11, 14 - 31
- იტალია - 6, 11, 5 - 22
- თურქეთი - 5, 3, 15 - 23
- საფრანგეთი - 4, 5, 9 - 18
- ჰოლანდია - 3, 7, 7 - 17
- ბელგია - 3, 3, 1 - 7
- პორტუგალია - 2, 4, 2 - 8
- სლოვაკეთი - 2, 2, 2 - 6
- პოლონეთი - 1, 6, 5 – 12
- რუმინეთი - 1, 4, 4 - 9
- საბერძნეთი - 1, 4, 2 – 7
- ხორვატია - 1, 3, 5 - 9
- შვედეთი - 1, 2, 3 - 6
- ლიტვა - 1, 0, 3 - 4
- ლატვია - 1, 0, 1 - 2
- სლოვენია - 1, 0, 0 - 1
- ავსტრია - 0, 6, 3 - 9
- საქართველო - 0, 3, 7 - 10
- ბულგარეთი - 0, 3, 4 - 7
- ისრაელი - 0, 3, 4 - 7
- დანია - 0, 2, 1 - 3
- ჩეხეთი - 0, 1, 4 - 5
- მოლდოვა - 0, 1, 2 - 3
- სან მარინო - 0, 1, 1 - 2
- სომხეთი - 0, 1, 0 - 1
- კვიპროსი - 0, 1, 0 - 1
- ესტონეთი - 0, 0, 2 - 2
- მაკედონია - 0, 0, 2 - 2
- ფინეთი – 0, 0, 1 – 1
- ჩერნოგორია - 0, 0, 1 - 1
- ნორვეგია - 0, 0, 1 – 1