როგორც ურუგვაელმა ჟურნალისტმა ვიქტორ უგო მორალესმა განაცხადა, დიეგო მარადონას ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
“მას ხშირად ვესაუბრები და შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მის გეგმებში ნამდვილად შედის. მან გადაწყვიტა იბრძოლოს ფიფას პრეზიდენტობისთვის” – აღნიშნა მორალესმა.
დიეგო მარადონა ზებ ბლატერის მართველობის მიმართ ხშირად კრიტიკულ კომენტარებს აკეთებდა. ბოლო დროს ფიფაში განვითარებული მოვლენის შემდეგ კი პრეზიდენტობის სურვილიც გაუჩნდა.