ფეხბურთი

22:45 | 23.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავამ ბავშვთა გუნდს მედლები გადასცა

როგორც მარტვილის საფეხბურთო სკოლის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გია გრიგალავა მარტვილის მუნიცალიტეტის გამგეობაში იმყოფებოდა, სადაც საფეხბურთო სკოლის კლუბ “ბერმუხას” თასი და მედლები გადასცა.

მარტვილის საფეხბურთო სკოლის 2002 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდი “ბერმუხა” სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ჭაბუკთა გათამაშებაში მონაწილეობდა და პირველი ადგილი დაიკავა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით იმყოფებოდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი მარტვილის მუნიციპალიტეტში.

0.121531