საფეხბურთო კლუბმა თბილისის “დინამომ” სლოვენიაში შეკრებაზე მესამე მატჩი ჩაატარა და ადგილობრივი “ზავრჩი” 2:0 დაამარცხა.
23 ივნისს, გია გეგუჩაძის შეგირდებმა სპარინგი რუმინეთის “პეტროლულთან” დაგეგმეს. თუმცა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ამხანაგური მატჩი ჩაიშალა.
“დინამომ” მაინც ისპარინგა, მაგრამ სლოვენიის ჩემპიონატში 2014-2015 წლების სეზონში მე-5 ადგილზე გასულ “ზავრჩისთან”. თბილისელებიდან ანგარიში ახალწვეულმა გიორგი ქვილითაიამ გახსნა, ხოლო საბოლოო წერტილი გიორგი პაპუნაშვილმა დასვა.
შეკრებაზე “დინამომ” სლოვენიის “შკენდიასთან” 0:1 წააგო, ხოლო მეორე სპარინგში ასევე ადგილობრივ “დომჟალეს” 3:1 აჯობა.
დინამო 2:0 ზავრჩი
გოლი: 1:0 ქვილითაია 6’ 2:0 პაპუნაშვილი 90’
დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 46), კაკაბაძე (ტვილდიანი 60), ჭელიძე, გურული, თოთაძე (გველესიანი 60), ცინცაძე (ჭანტურიშვილი 46), პარუნაშვილი, ლობჟანიძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 60), ქვილითაია (ვოლკოვი 46, ჯაფიაშვილი 69)