ფეხბურთის ფრანგი ლეგენდა ზინედინ ზიდანი საჭიროების შემთხვევაში მზად იყო მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტი ჩაენაცვლებინა.
ეს განცხადება “სამეფო კლუბის” ახალგაზრდული გუნდის თავკაცმა AS-თან საუბრისას გააკეთა. ის მიიჩნევს, რომ მზადაა უფრო მაღალ დონეზე იმუშაოს:
“კარლო ანჩელოტის შეცვლა რომ შემოეთავაზებინათ, აუცილებლად დავთანხმდებოდი. არ ვიტყოდი უარს ასეთი გამოწვევის მიღებაზე. რა თქმა უნდა, ანჩელოტის წასვლამ გული დამწყვიტა, მან უდიდესი სამუშაო ჩაატარა, მაგრამ სეზონი ჯილდოს გარეშე... ის თავად ამბობდა: თუ ვერ მოვიგე ვერაფერი, შეიძლება სამუშაო დავკარგო. შეთავაზება რომ ვერ მივიღე, ამით გულდაწყვეტილი სულაც არ ვარ. ვამზადებ ახალგაზრდებს “რეალის” პირველი გუნდისთვის”.