ფეხბურთი

19:39 | 23.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-მ შეცდომა დაუშვილთან მიმართებაშიც დაუშვა

ევრო 2016-ის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ ორ მატჩში მიღებული გაფრთხილების გამო ჯაბა კანკავას პოლონეთთან შეხვედრის გამოტოვება მოუწია, რაც როგორც შემდგომ გაირკვა, მხოლოდ სფფ-ს შეცდომით იყო გამოწვეული.

ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში თემურ ქეცბაიას გუნდი შინ ირლანდიასთან დამარცხდა, 11 ოქტომბერს კი სტუმრად -შოტლანდიასთან. ხსენებულ მატჩებში 26 წლის ქართველმა საყრდენმა ბუბა დაუშვილმა გაფრთხილებები მიიღო და ნაკრების მესვეურთა გადაწყვეტილებით შემდეგ ტურში გიბრალტართან გასვლითი თამაში გამოტოვა, თუმცა უეფას დებულებით ბუბას გიბრალტართან თამაშის უფლება ჰქონდა.

როგორც ჯაბა კანკავას, ასევე დაუშვილის “უთამაშებლობა” სფფ-ს წარმომადგენელთა შეცდომამ განაპირობა. შეცდომა კი დებულების არცოდნით იყო გამოწვეული.

კანკავასა და დაუშვილის საკითხი იდენტურია, თუმცა ეროვნული ნაკრების მესვეურებს ამ თემასთან დაკავშირებით განმარტება ჯერ არ გაუკეთებიათ.

0.118161