როგორც Skysports იუწყება, “ლივერპულს” ბრაზილიელი რობერტო ფირმინოს შესაძენად 18 მილიონი გირვანქის გადახდა მოუწევს. მერსისაიდული კლუბი ასევე დაინტერესებულია სამხრეთამერიკელი ფორვარდების კარლოს ბაკასა და სალომონ რონდონის შეძენით.
რობერტო ფირმინო “ჰოფენჰაიმის” ერთ-ერთი ლიდერია, კარლოს ბაკამ “სევილიაში” თამაშისას გაითქვა სახელი, ვენესუელელი რონდონი კი რუსული “ზენიტის” ფორვარდია.
ზოგადად ევროპულ ფეხბურთში ბოლო წლებში განსაკუთრებით დიდი ყურადღება სამხრეთამერიკელ ფორვარდებს ენიჭებათ, რადგან შედეგიანობით ადგილობრივ ფეხბურთელებს მკვეთრად სჯობნიან.