გენუის "სამპდორიას" კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ნავსაყუდელს შეიცვლის. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი" წერს. "გაძეტას" ცნობით, 34 წლის ფორვარდი კარიერას თურქეთის მეორე ლიგის ბინადარ "ანთალიასპორში" გააგრძელებს, რომელსაც იგი უკვე შეუთანმხდა.
ეტოო "სამპაში" იანვრის თვეში ჩაირიცხა და სერია A-ში ჩატარებულ 18 მატჩში თავი ორჯერ გამოიჩინა. ეტოოს კარიერის განმავლობაში მადრიდის "რეალის", "მალიორკას", "ბარსელონას", მილანის "ინტერის", მახაჩყალის "ანჟის", ლონდონის "ჩელსისა" და ლივერპულის "ევერტონის" ღირსებაც დაუცავს.