ბაქოს “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სვანაძემ, რომლის შეგირდები უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის “ლაჩის” შეხვდებიან, ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდისთვის თანაბრად შეაფასა.
“რთული იქნება. ამ მეტოქეს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ პირველ თამაშამდე მის შესახებ ინფორმაციას შევაგროვებთ. კარგია, რომ პირველი თამაში სტუმრად ჩატარდება. თუმცა, მიმაჩნია, რომ ორივე გუნდის შანსი თანაბარია. მთავარია, პირველი თამაშისთვის მზად ვიყოთ”, – თქვა ბაქოელთა ქართველმა მწვრთნელმა.