უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქე აზერბაიჯანის “გაბალას” მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა ინტერნეტპორტალ azerisport.com-თან განაცხადა, რომ ევროთასებზე სერიოზული მეტოქე შეხვდათ.
რომან გრიგორჩუკი: “კენჭისყრის შედეგს მშვიდად შევხდი. ჯერ იმ დონეზე არ ვართ, რომ ვისაუბროთ კენჭისყრის შედეგი გვაკმაყოფილებს თუ არა. ამჟამინდელი შემადგენლობით ასეთ დონეზე უნდა დავამტკიცოთ ვინ ვართ. ამიტომ, არ მინდა ვიმსჯელო რამდენად მისაღები მეტოქე შეგხვდა. თუნდაც იმიტომ, რომ ევროპულ დონეზე საკმაოდ მოკრძალებულად გამოვიყურებით. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ “გაბალას” სერიოზული მეტოქე შეხვდა და ორრაუნდიან დაპირისპირებას ყოველმხრივ მომზადებული შევხდებით. ღმერთმა ქნას, შემდეგ რაუნდში გავიდეთ. ახლა მეტოქის შესწავლით ვართ დაკავებული”.