მადრიდის "რეალისა" და იკერ კასილიასის ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა. ამის შესახებ გამოცემა "მარკა" იუწყება. ესპანელი ჟურნალისტების ვარაუდით, შესაძლოა, "რეალმა" და 34 წლის მეკარემ კონტრაქტი გაწყვიტონ და ურთიერთთანამშრომლობა ვადაზე ადრე დაასრულონ. კასილიასს "ბლანკოსთან" ამჟამინდელი კონტრაქტი კიდევ ორი წელი აკავშირებს. მადრიდელებს მისი შემცვლელი უკვე კარგა ხანია შეგულებული ჰყავთ დავიდ დე ხეას სახით.
იკერ კასილიასს მთელი თავისი კარიერა აქამდე მადრიდის "რეალში" გაუტარებია. იგი "სამეფო კლუბის" სკოლის აღზრდილია, სადაც ჯერ კიდევ შორეულ 1990 წელს მოხვდა.