ფეხბურთი

14:58 | 23.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილი “ვერიას” შეუთანხმდა

გიორგი მერებაშვილი საბერძნეთის სუპერლიგაში მოასპარეზე “ვერიას” შეუთანხმდა. ინტერნეტპორტალი sport-fm.gr-ი ირწმუნება, რომ 28 წლის ქართველი ფეხბურთელი ბერძნული კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეები მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გასულ სეზონში, მერებაშვილი კრეტას ოფი-ში გამოდიოდა და ხსენებული გუნდის რიგებში ჩატარებულ 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა. თუმცა, გუნდი ნაადრევად დატოვა, რადგან ფინანსური კრიზისი გამო ოფი-მ ჩემპიონატი ვერ დაასრულა.

0.111819