ფეხბურთი

12:12 | 23.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"საუთჰემპტონმა" სტეკელენბურგი გაიფორმა

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა "საუთჰემპტონმა" ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე მარტენ სტეკელნბურგი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისურმა გუნდმა უკვე ოფიალურად დაადასტურა და ფეხბურთელიც წარადგინა. სტეკელენბურგი როლანდ კუმანის გუნდში მომავალ სეზონს იჯარის წესით გაატარებს.

32 წლის მეკარე ლონდონის "ფულჰემის" საკუთრებაა, გასული სეზონი კი იჯარით ფრანგულ "მონაკოში" გაატარა, რომლის ღირსება ერთადერთ მატჩში დაიცვა. მანამდე კი "რომაში" და "აიაქსშიც" ირჯებოდა. სტეკელენბურგს ჰოლანდიის ნაკრების კარი 54 შეხვედრაში დაუცავს.

0.123306