ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა ნეიმარმა "სელესაოს" შეკრება ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"ჩინებული შანსი დავკარგე. ყოველთვის ვიქნები ჩემი თანაგუნდელების გვერდით და ვუქომაგებ მათ. აქ მხოლოდ სავარჯიშოდ თუ დავრჩები, თუმცა ახლა, დასვენების დრო და ჩემს ოჯახზე ფიქრის დროა", - ამბობს ნეიმარი.
23 წლის შემტევი კოპა ამერიკის მეორე ტურში კოლუმბიასთან მატჩის დასრულების შემდეგ მოედნიდან გააძევეს. სადისციპლინო კომიტეტმა მას მკაცრი სასჯელი გამოუტანა და 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ეს იმის მაუწყებელი იყო, რომ "ბარსას" თავდამსხმელი კოპაზე თამაშს ვეღარ შეძლებდა.