ფეხბურთი

10:55 | 23.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო კარიერის განახლებას აპირებს

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რივალდო, რომელიც ამჟამად სამშობლოში მეორე დივიზიონის კლუბს “მოჟი მირიმის” პრეზიდენტია განაცხადა, რომ მოთამაშის კარიერის განსაახლებლად მზადაა. ამის შესახებ რივალდომ თავის “ინსტაგრამზე” დაწერა:

“დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე გუნდს შევერთებოდი. ეს არ ნიშნავს, რომ მოედანზე მხოლოდ იმის გამო გავალ, რადგან კარიერის განახლება მსურს და კლუბის პრეზიდენტი ვარ. 15 თვე გავიდა, მას მერე, რაც პროფესიონალურ დონეზე აღარ ვთამაშობ, მაგრამ მუხლი აღარ მაწუხებს. შემიძლია გუნდს რამდენიმე თამაშში დავეხმარო, მაგრამ ყველაფერს ვარჯიშები აჩვენებს”, - თქვა 43 წლის ბრაზილიელმა, რომელიც “მოჟი მირიმის” პრეზიდენტი 2008 წლიდანაა.

თეგებირივალდო
0.111855