ტრადიციული იტალიური კლუბი "პარმა" ოფიციალურად ბანკროტად გამოცხადა. ემილიური გუნდს ახალი სეზონიდან იტალიის სერია B-ში უნდა ეთამაშა, თუმცა მოუგვარებელი ფინანსური მდგომარეობის გამო ამ გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. "პარმას" თამაში მხოლოდ სამოყვარულო ლიგაში შეეძლება.
"ჯალობლუს" ფინანსური პრობლემები გასული სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული მძაფრად შეექმნა, რის გამოც სერია A-დან უბრძოლველად გავარდა.
"პარმა" 1913 წელს დაარსდა და ყველაზე წარმატებული პერიოდი 90-იანი წლების ბოლოს ედგა. მაშინ პარმეზანელებმა უეფას თასი ორჯერ მოიგეს, ევროპის თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი ერთხელ, ხოლო იტალიის თას სამჯერ დაეუფლა. იტალიის სუპერთასი კი 1999 წელს მოუგია. ერთხელ კი "პარმამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა.