ფეხბურთი

19:04 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: “ბოლო პერიოდში აზერბაიჯანულმა ფეხბურთმა დიდი პროგრესი განიცადა”

თბილისის “დინამოს” მთავარის მწვრთნელის გია გეგუჩაძის აზრით, აზერბაიჯანის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გასული “გაბალა”, მისი შეგირდებისთვის უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იოლი მეტოქე არ იქნება.

ამის შესახებ თბილისელთა თავკაცმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა:

“ევროპა ლიგის პირველ ეტაპზე “დინამოს” მეტოქე აზერბაიჯანული “გაბალა” იქნება. ვიცით, რომ დასრულებულ ჩემპიონატში ეს გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანულმა ფეხბურთმა დიდი პროგრესი განიცადა და აქედან გამომდინარე, მესამეადგილოსანი გუნდი იოლი მოწინააღმდეგე ნამდვილად არ იქნება. ვიცით, რომ ოპონენტს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ახალი ფეხბურთელებითაც გაძლიერდა. დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვებას დავიწყებთ. უფრო კონკრეტული და ნათელი სურათი მეტოქის სიძლიერის შესახებ ამის შემდეგ გვექნება”.

0.12416