ფეხბურთი

17:31 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილას” სერბეთის ბოლო დროის საუკეთესო გუნდი ერგო
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილები

უეფას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრამ გორის “დილას” მეტოქედ “პარტიზანი” არგუნა. მეტოქე ძლიერი ოპონენტი გახლავთ, იმის გათვალისწინებით, რომ სერბეთის სუპერლიგის ბოლო რვა სეზონის განმავლობაში ბელგრადულმა გუნდმა ჩემპიონობა 7-ჯერ იზეიმა.

2013/14 წლების სეზონში “პარტიზანი” ევროპის ლიგის პლეიოფში ასპარეზობდა, თუმცა შვეიცარიულ “თუნთან” ორი მატჩის ჯამში 1:3 წააგო და ჯგუფურ ეტაპზე ვეღარ მოხვდა.

გასულ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ლუდოგორეცთან” გამოვარდა, შემდეგ ბაქოს “ნეფჩის” ძლევით, ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა და ჯგუფურ ეტაპზე შინ “ტოტენჰემთან” ფრე ითამაშა. საბოლოოდ, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპი ბოლო ადგილზე 2 ქულით დაასრულა.

პირველი მატჩი 14 ან 15 ივლისს ბელგრადში გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა კი საქართველოში 21 ან 22 ივლისს შედგება.

გორის “დილას”, “მიდტიულანდს” (დანია), “სტიარნანს” (ისლანდია), “მილსამს” (მოლდოვა), “ასტანას” (ყაზახეთი) და “ტრენჩინის” (სლოვაკეთი) ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დებიუტი ექნებათ.

“ბატე” (ბელარუსი), “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი), “მალმიო” (შვედეთი) და “მარიბორი” (სლოვენია) 2014/15 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობდნენ.

“ბატე” (2008/09, 2011/12, 2012/13, 2014/15), “დებრეცენი” (2009/10), “პარტიზანი” (2010/11), “აპოელი” (2009/2010, 2011/12), ზაგრების “დინამო” (2011/12), 2012/13), “სელტიკი” (2013/14), “სტიაუა” (2013/14), “ლუდოგორეცი” (2014/15), “მალმიო” (2014/15), “მარიმორი” (2014/15) – აღნიშნულმა გუნდებმა მითითებულ სეზონებში ჩემპიონთა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყეს და საბოლოოდ ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზეს.

ჩემპიონთა ლიგის პირველ და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან:

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

“ლინკოლნი” (გიბრალტარი) – “სანტა კოლომა” (ანდორა)

კრუსადერსი (ჩრდ. ირლანდია) – “ლევადია” (ესტონეთი)

“პიუნიკი” (სომხეთი) – “ფოლგორი” (“სან მარინო”)

“ტორსჰავნი” (ფარერები) – “ნიუ სენტსი” (უელსი)

შეხვედრები 30 ივნისს/1 ივლისს და 7/8 ივლისს გაიმართება და გამარჯვებულები შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლებენ.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი

“ჰიბერნიანსი” (მალტა) – “მაკაბი” (ისრაელი)

“აპოელი” (კვიპროსი) – “ვარდარი” (მაკედონია)

“ყარაბაღი” (აზერბაიჯანი) – “რუდარი” (ჩერნოგორია)

“სარაევო” (ბოსნია) – “ლეხი” (პოლონეთი)

“მარიბორი” (სლოვენია) – “ასტანა” (ყაზახეთი)

“ბატე” (ბელარუსი) – “დანდალკი” (ჩრდ. ირლანდია)

ჰიკი (ფინეთი) – “ვენტსპილსი” (ლატვია)

“მიდტიულანდი” (დანია) – “ლინკოლნი” (გიბრალტარი) / “სანტა კოლომა” (ანდორა)

“მიოლდე” (ნორვეგია) – “პიუნიკი” (სომხეთი) / “ფოლგორი” (“სან მარინო”)

“მალმიო” (შვედეთი) – “ჟალგირისი” (ლიტვა)

“სელტიკი” (შოტლანდია) – “სტიარნანი” (ისლანდია)

“ტრენჩინი” (სლოვაკეთი) – “სტიაუა” (რუმინეთი)

“პარტიზანი” (სერბეთი) – “დილა” (საქართველო)

“ლუდოგორეცი” (ბულგარეთი) – “მილსამი” (მოლდოვა)

“ფოლა” (ლუქსემბურგი) – ზაგრების “დინამო” (ხორვატია)

“შკენდერბიუ” (ალბანეთი) – “კრუსადერსი” (ჩრდ. ირლანდია) / “ლევადია” (ესტონეთი)

“ტორსჰავნი” (ფარერები) / “ნიუ სენტსი” (უელსი) – “ვიდეოტონი” (უნგრეთი)

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 14/15 და 21/22 ივლისს გაიმართება.

0.103036