უეფას შტაბბინაში გამართული ევროპა ლიგის კენჭისყრის შედეგად გაირკვა ქართული გუნდების მეტოქეთა ვინაობა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. უმაღლესი ლიგის მეორეადგილოსანი ბათუმის “დინამო” კვიპროსულ “ომონიას” დაუპირისპირდება.
მესამეადგილოსან თბილისის “დინამოს” აზერბაიჯანული გუნდი “გაბალა” შეხვდება, ხოლო მეოთხეადგილოსანი “ცხინვალი” რუმინულ “ბოტოშანს” დაუპირისპირდება.