საფეხბურთო კლუბ “ცხინვალი” მორიგი ფეხბურთელით გაძლიერდა. კახა კაჭარავას გუნდში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე დავით უბილავა ითამაშებს. “ცხინვალის” პრეს-სამსახურმა აღნიშნული ცნობა “მსოფლიო სპორტს” დაუდასტურა.
დათომ ახალ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში დღეს, საგურამოს ბაზაზე გამართა.
21 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში თბილისის “ლოკომოტივში” 21 მატჩი გამართა.
უბილავას დებიუტი უმაღლესი ლიგაში 2012-13 წლების სეზონში შედგა. მაშინ დათო “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელი იყო, შემდეგ სეზონში ქუთაისის “ტორპედოში” დაიწყო, 2014 წლის ზამთრის შესვენებიდან მოყოლებული გასული სეზონის ბოლომდე კი “ლოკომოტივში” თამაშობდა.