თურქულ შეკრებზე მყოფმა ბათუმის “დინამომ” პირველი ამხანაგური მატჩში სომხური “ულისე” 5:4 დაამარცხა.
პირველი ტაიმი სომეხთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ანგარიში ალექსანიანმა გახსნა, ჩისამბამ სხვაობა ორამდე გაზარდა, რასაც ალექსანიანის მეორე გოლი მოჰყვა. მან ამჯერად თერთმეტმეტრიანით გაიტანა.
3:0-ის შემდეგ გოგიტიძემ ერთი ბურთით შეამცირა სხვაობა, თუმცა “ულისეს” მოთამაშე გიორგი ხუბუამ სამბურთიანი სხვაობა აღადგინა.
მეორე ტაიმში ქართველებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, 90-ე წუთზე კი გიორგი ბერიაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ბერიაშვილის გოლამდე ტატანაშვილმა დუბლი შეასრულა, ანგარიში კი თევდორაძემ გაათანაბრა.
ბათუმის “დინამო” პირველ ტაიმში: მამინაშვილი, ქორიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, მაკარიანი, დიასამიძე, ვარშანიძე, გოგიტიძე, ჭკუასელი, თევდორაძე, აბუსელიძე
ბათუმის “დინამო” მეორე ტაიმში: ალავიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი, ჩირიკაშვილი, შონია, ფონიავა, გაბედავა, ტატანაშვილი, ბერიაშვილი