ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე მოასპარეზე ქართულმა დელეგაციამ მე-7 მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედალი სალომე ფაჟავას ერგო, რომელმაც თავი მხატვრულ ტანვარჯიშში ბაფთით ასპარეზობისას გამოიჩინა.
17 წლის ქართველმა გოგონამ აღნიშნულ დისციპლინაში 17.950 ქულა მიიღო და მხოლოდ რუს იანა კუდრიავცევას (19.000) და აზერბაიჯანელ მარინა დურუნდას (18.200) ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ ფაჟავა სხვა იარაღებით ასპარეზობაშიც მედლებთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა, რგოლში, ბურთში და გურზებში მე-4 ადგილს დასჯერდა.
ამ წუთისთვის, ქართული დელეგაციის აქტივში 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალია და საერთო ჩათვლაში 25-ე ადგილზე იმყოფება.