ჩოგბურთი

16:14 | 21.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყავლაშვილმა და ბოლქვაძემ თელავის ტურნირი მოიგეს

ქართველმა ჩოგბურთელებმა თინათინ ყავლაშვილმა და მარიამ ბოლქვაძემ თელავში გამართული 10-ათასიანი ტურნირი მოიგეს.

“უაილდ ქარდის” მქონე ქართველმა გოგონებმა ფინალამდე 3 წრე გაიარეს, გადამწყვეტ მატჩში კი იტალიელ მარიანა ნატალის და იაპონელ სეირა შიმიზუს 6:4, 7:5 სძლიეს.

შეგახსენებთ, რომ ყავლაშვილი ტიტულისთვის ბრძოლას ერთეულთა შეჯიბრშიც აგრძელებდა, თუმცა, ფრანგ ჯული რაზაფრინდრანალისთან 0:6, 5:7 დამარცხდა.

ცნობისთვის, მომავალ კვირას თელავში მორიგი 10-ათასიანი ტურნირი ჩატარდება.

0.05755