ფეხბურთი

19:41 | 21.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” კურტუას სანაცვლოდ 100 მილიონს ჩამოდის

ესპანური AS-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ახალი სამიზნე ბელგიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “ჩელსის” კარის დარაჯი ტიბო კურტუაა. ესპანელები მზად არიან 23 წლის მეკარის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. როგორც ესპანური გამოცემა იუწყება, აღნიშნული თანხა “სამეფო კლუბს” “არისტოკრატებმა” მოსთხოვეს.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “რეალისთვის” ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი მეკარით გაძლიერებაა. კლუბს უკვე აღარ მოსწონს იკერ კასილიასის ასპარეზობა. თავიდან “ბლანკოსმა” თვალი დავიდ დე ხეას დაადგა, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი 2016 წელს ეწურება. თავად “წითელი ეშმაკები” კი ესპანეთი ნაკრების გოლკიპერის დათმობას არ აპირებენ.

კურტუასადმი ინტერესს “რეალი” ბელგიელის მადრიდის “ატლეტიკოში” ასპარეზობის დროსაც იჩენდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.

ბელგიელი “ჩელსის” რიგებში გასული წლის ზაფხულში მადრიდულ გუნდში გატარებული სამწლიანი იჯარის შემდეგ გამოჩნდა. კურტუამ 39 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 35 გოლი და 16 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ფეხბურთელს ინგლისელებთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 30 მილიონ ევროს შეადგენს.

0.117537